Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თსუ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 2022 წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ


    29 ივლისს, 19:00 საათზე, კუს ტბაზე (სტადიონების მიმდებარე ტერიტორიაზე), გაიმართება თსუ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 2022 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება. სასურველი თარიღი შევარჩიეთ სწორედ თქვენი გამოკითხვის შედეგად. 

     


    კუს ტბაზე ასასვლელად კურსდამთავრებულთათვის 29 ივლისს გამოიყოფა სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც კუს ტბის ასახვევიდან 18:00 საათიდან მოგემსახურებათ უფასოდ.
    მანამდე კი 25 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით (25-28 ივლისი 10:00-18:00 საათამდე, ხოლო 29 ივლისს 10:00-16:00 საათამდე) თსუ II კორპუსის 217 აუდიტორიიდან მოხდება მოსაწვევების გაცემა. 

     


    მოსაწვევზე მითითებული იქნება თქვენი მონაცემები, რომლითაც შეძლებთ კურსდამთავრებულთა ღონისძიებაზე დასწრებას 29 ივლისს, 19.00 საათზე (მოსაწვევთან ერთად იქონიეთ პირადობის დამდასტურებელი მოწმობა).


     
    გილოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებებს!